დედამიწის გაჩერების შემთხვევაში წარმოიქმნება კატასტროფები, რომლებიც ცალ-ცალკე შეძლებენ კაცობრიობის განადგურებას.
დედამიწის ბრუნვის სიჩქარე შეადგენს 1670 კმ/ს და გაჩერების დროს ადამიანებს, ხეებს, ცხოველებსა და შენობებს გაფანტავს ინერციის ძალა.
წარმოიდგინეთ, რომ მანქანა მოძრაობს სისწრაფით 1670 კმ/ს და მომენტალურად გაჩერდება. ასევე წარმოიქმნება სწრაფი ქარიშხლები. ოკეანეები ინერციით გააგრძელებენ მოძრაობას და გადმოვლენ ხმელეთზე.
ქარის სიჩქარე იქნება იმდენად ძლიერი, რომ ხეებთან ხახუნის დროს წარმოიქმნება ცეცხლი, მთელ დედამიწაზე გაჩნდება ხანძრები.
დაიწყება ვულკანების მასიური ამოფრქვევა, რადგან დედამიწის ქერქი არ არის მყარი და ვერ გაუძლებს ასეთ მასშტაბურ შეტევას. იქნება ძლიერი მიწისძვრები, და დედამიწა უბრალოდ განადგურდება, ინერციის და კინეტიკური ენერგიის ქვეშ.