ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, გვიან ღამით, სავარაუდოდ, ძაღლები ან ტურები სამ ღორს დაესხნენ თავს. თვითმხილველების თქმით, დაკბენილი სამი ბურვაკიდან სამივე მოკვდა.
_ საშინელი ხმები ისმოდა. დაახლოებით, დილის 5 საათი იყო. გავედით და ერთი ბურვაკი ღელეში ეგდო, ორ კი დაკბენილი იყო. მოგვიანებით ის ორი ღორიც მოკვდა“, _გვითხრეს შემოქმედში.”
შემოქმედში დანამდვილებით არ იციან მიუსაფარმა ძაღლებმა დაკბინეს ღორები თუ ტურებმა.
მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით “გურია ნიუსს“ არაერთმა ადამიანმა მიმართა და უთხრა, რომ მეტი ყურადღებაა საჭირო, რადგან ქალაქის ცენტრში მათი რიცხვი გაიზარდა.
“ამასწინათ, ერთ-ერთ რესტორანის წინ უპატრონო ძაღლმა მამაკაცს უკბინა და შრატი დაჭირდა. ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა არ უნდა მოგვარდეს? დაპირებებში მაგრები არიან და საქმის გაკეთებაშიც მაგრები უნდა იყვნენ?!“ _ გვითხრა ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალბატონმა.
ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების ცენტრის სპეციალისტის გოგი მაღლაფერიძის თქმით, ქალაქში მიუსაფარი ძაღლების რაოდენობამ იკლო.
“ყველას ვიჭერთ, რომ მოსახლეობას უსაფრთხო გარემოში მოუწიოს გადაადგილება. შემოქმედის ფაქტის შესახებ კი არაფერი არ ვიცით“, _ გვითხრა გოგი მაღლაფერიძე.