საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი ინციდენტის გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლებრივი დევნა პარლამენტის დეპუტატის, ნაციონალური მოძრაობის წევრის, აზერ სულეიმანოვის მიმართაც დაიწყო.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ აზერ სულეიმანოვს მანდატი შეუჩერდა.
მოქალაქის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე სამართლებრივი დევნა მარნეულის მერთან, თემურ აბაზოვთან ერთად, კიდევ 3 ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო.
მათ შორის ერთი მარნეულის საკრებულოს წევრი, ერთი პარლამენტის დეპუტატი სულეიმანოვი და ერთიც მარნეულის მერის ნათესავია.
მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დღეს დილით დააკავეს. მის მიმართ გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით (საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტი) დაიწყო.
სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, აბაზოვს ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, იმ ვიდეოს გამო აიყვანეს, რომელშიც დაფიქსირებულია, როგორ აიძულებენ მოქალაქეს, მოშარდოს და შემდეგ შარდი სახეზე წაისვას.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ამსახველ კადრებთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი პროკურატურაში 12 ივნისს დაიბარეს.
imedinews.ge
ამავე თემაზე: პროკურატურამ მარნეულის მერი დააკავა _ როგორ მოახდევინეს გინებაზე ბოდიში მოქალაქეს