საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი 3 წლის წინ თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებას ეხმაურება.
„13 ივნისი დედაქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული დღეა, როცა სტიქიამ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ქალაქის რამდენიმე უბანი გაანადგურა.
ადამიანის სიცოცხლე უზენაესი და ფასდაუდებელია – უმძიმესია ეს დანაკარგი და მას ვერაფერი შეამსუბუქებს, მაგრამ განსაცდელისა და ტკივილის დღეებში განსაკუთრებით ახალგაზრდობამ დაზარალებული თანამემამულეების მიმართ სოლიდარობის წარმოუდგენელი მაგალითი აჩვენა.
მათ უპრეცენდენტო სამოქალქო აქტივობითა და თვითორგანიზებით შეძლეს დედაქალაქის ქუჩების გაწმენდა და თავდაუზოგავი შრომით მოსახლეობის დახმარება.
საჭიროა, რომ ამ და სხვა სტიქიების ტრაგიკული გამოცდილებების გათვალისწინებით, სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი გადაწყვეტილებები უსაფრთხოებისა და სიცოცხლის უზენაესობაზე დავაფუძნოთ.
კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს დაღუპულთა ხსოვნას – დავდგეთ ერთად და ვაქციოთ 13 ივნისი სოლიდარობის დღედ!“_აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუქ-გვერდზე ვრცელდება.