საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ კვირიკაშვილის გადადგომასთან ერთად უფლებაება შეუწყდათ მინისტრებს.
შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება მოუწევს.
როგორც კონსტიტუციაში წერია “მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, უმრავლესობა პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარუდგენს, რომელსაც თავის მხრივ, პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 7 დღის ვადაში წარუდგენს”.
ამის შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა შვიდი დღის ვადაში მინისტრთა კანდიდატურები უნდა შეარჩიოს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინოს.
მთავრობას პარლამენტის ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.