თბილისში, ავლაბარში, ქეთევან წამებულის გამზირზე, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს გზის გადაკვეთის მცდელობისას დაეჯახა.
როგორც გვითხრეს, მამაკაცმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276 ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს.