,,ქართული ოცნების“ წევრმა სოფო კილაძემ უპასუხა კითხვას, თუ რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილის შესაძლო გაპრემიერებაზე. როგორც კილაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ივანიშვილის გაპრემიერებას ,,ქართული ოცნების“ ყველა წევრი ისურვებდა, თუმცა პარტიის თავმჯდომარეობა მისი არჩევანია.
“ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის წინა რეჟიმის დამარცხებაში, ადამიანის უფლებების გაძლიერებასა და წინსვლაში. ეს არის ის ადამიანი, რომელსაც ,,ქართული ოცნების“ თითოეული წევრი ისურვებდა პრემიერ-მინისტრად, მაგრამ მან თვითონ თქვა უარი პრემიერ- მინისტრობაზე და დაგვთამხმდა ერთადერთზე, პარტიის თავმჯდომარეობაზე“, _ განაცხადა კილაძემ.