სახალხო დამცველი ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოძიების დაწყებას ითხოვს.
ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ეს საქმე პირდაპირ კავშირშია ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმესთან, რადგან გაირკვევა რა ინფორმაცის ფლობს მერაბიშვილის გაყვანის შესახებ სასჯელაღსრულების ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი და იყენებდა თუ არა ამ ინფორმაციას იმისთვის, რომ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეში პასუხისმგებლობას გაქცეოდა.
ომბუდსმენის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით სახელმწიფოს ამ საქმის გამოძიების ვალდებულება ისედაც აქვს.
ლომჯარია ამბობს, რომ გამოძიების დაწყება დროულად უნდა მოხდეს, რადგან პასუხები გაეცემა კითხვებს, მათ შორის ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის არაფორმალური მმართველობის შესახებ.
„სტრასბურგის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში თქვა, რომ სახელმწიფომ ვერ დაადასტურა მისი არ გაყვანის ფაქტი და ჩათვალა ფაქტი დადასტურებულად. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ გამოიძიოს პატიმრის ციხიდან გაყვანის ფაქტი.
ეს აუცილებლად იქნება იმ რეკომენდაციაში, რასაც მინისტრთა კომიტეტი მისცემს ხელისუფლებას და ეს იქნება სავალდებულოდ შესასრულებელი იმიტომ, რომ საქმე ეხება მე-18 მუხლის დარღვევას, რომელიც არის ძალიან სერიოზული დარღვევა ქვეყნისთვის. ი
ქიდან გამომდინარე, რომ არაერთ საქმეში ფიგურირებს ოთარ ფარცხალაძის გვარი, მათ შორის ხორავას ქუჩის საქმის გარშემოც იყო არაერთხელ გაჟღერებული, იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთი ბრალდებული არის სწორედ მირზა სუბელიანი, რომლის ბიოგრაფიაც უკავშირდება სწორედ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტს, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, რომ გამოიძიოს ციხიდან ვანო მერაბიშვილის გაყვანის ფაქტი,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
rustavi2.ge