ოზურეთში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ბესო ქათამაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, “გურია ნიუსთან” კომენტარი გააკეთა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ.
ღურჯუმელიძის თქმით, გუნდის მოქმედება მაღალი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს.
– როგორც ჩემთვის ცნობილია, ოზურგეთის საკრებულოს ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. ყველა გარემოება დადგინდება და მოხდება კანონისმიერი რეაგირება. ჩვენ ვგმობთ ძალადობის ნებისმიერი ფორმის გამოვლინებას. მიუხედავად მიზანმიმართული პროვოკაციებისა, ჩვენი ვალია ძალადობა არ დავუშვათ და ჩვენი გუნდის მოქმედებაც სწორედ მაღალი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს, _ თქვა გიორგი ღურჯუმელიძემ.
ამავე თემაზე