რამდენიმე წუთის წინ, დაპირისპირება მოხდა ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც “ნაციონალურო მოძრაობის” მხარდამჭერებს პარტიის ლიდერი ნიკა მელია შეუერთდა.
მაშინ, როცა მელია სიტყვით გამოდიოდა, მათთან გურიის გუბერნიის თანამშრომელი ნესტორ რამიშვილი მივიდა. რამიშვილი დღეს საკრებულოს შენობაში იმ ოთახშიც იმყოფებოდა სადაც ბესო ქათამაძე სცემეს.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, რა მიზნით იმყოფებოდა რამიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე.
ჩვენს შეკითხვას მელიასა და რამიშვილს შოროს დაპირისპირება მოჰყვა, რაც მოგვიანებით ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა. მათ შორის, როგორც გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსმა კახა მურადაშვილმა, გვითხრა, დაკავებულია რამიშვილიც.
ამ წუთებში “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები და ლიდერები პოლოციის შენობასთან მიდიან.