ნიკარაგუაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ძალადობრივი დაპირისპირების შემდეგ, რომელიც რამდენიმე კვირას გაგრძელდა, ზავი დაიდო. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სამშვიდობო მოლაპარაკებები მანაგუაში კათოლიკური ეკლესიის შუამავლობით შედგა.
მაუწყებლის ინფორმაციით, დაპირისპირება, რომელსაც 170-მდე ადამიანი ემსხვერპლა, პრეზიდენტ დანიელ ორტეგას მთავრობის მიერ საპენსიო და სოციალური პროგრამების შემცირებამ გამოიწვია.
„სიმართლის კომისია“, ყველა ძალადობის და სიკვდილის შემთხვევას გამოიძიებს, დამნაშავეებს კი პასუხისმგებლობას დააკისრებს.