დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე წევრმა დატოვა.
„გურია ნიუსი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირდა.
როგორც პარტიის პრესსამსახურში გვითხრეს, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„პარტიის ოთხივე ლიდერი, ზაზა ბიბილაშვილი, ხატია დეკანოიძე, ლევან ვარშალომიძე და ნინო კალანდაძე აქტიურად აგრძელებენ პარტიისთვის მუშაობას“, _ამბობენ პარტიაში.