ამ წუთებში ,,ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში მომავალი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ,,ქართული ოცნების“ წევრებს ხვდება. როგორც ცნობილია, კონსულტაციები მთავრობის წევრების ფორმირებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ასევე, საუბარია გარკვეული სამინისტროების გაერთიანებაზე. მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.
,,გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, თანამდებობას დატოვებს, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი.
რაც შეეხება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, ჩვენი ინფორაციით, ის თანამდებობას შეინარჩუნებს.