აქციას, რომლიც ამ წუთებში ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობის წინ იმართება, დილიდანვე შეურთდა “ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერი, დავით მამალაძე.
_ სოლიდარობას ვუცხადებ აქციას და ამიტომ ვდავარ მათ გვერდით. სანამდე ეს ხალხი არ დაისჯება, რომლებმაც სცემეს ბესო ქათამაძე, არავინ დაიშლება. ეს არის გამართხილებელი აქცია და თუ საჭირო იქნება, ჩვენი პარტიის მხარდამჭერებიც შეურთდებიან, – გვითხრა დავით მამალაძემ.
ნაციონალური მოძრაობის წევრებმა განაცხადეს, რომ შიმშილობას იწყებენ, მამალაძე არ გამორიცხავს, რომ მათ შეუერთდეს.
“ამ ეტაპზე შიმშილობას არ ვიწყებ, მაგრამ არც ეს არის გამორიცხული, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს დავით მამალაძემ.