შეტაკებას, რომელიც ნიგერიაში ადგილობრივ მწყემსებსა და ფერმერებს შორის მოხდა, 86 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.განადგურებულია 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. მსგავსი შეტაკებები სადავო მიწისა და სასმელი წყლის გამო ნიგერიის სხვადასხვა რეგიონში ხშირად ხდება, რასაც ადგილობრივი სამართალდამცველები ვერ უმკლავდებიან.
ვითარების განმუხტვის მიზნით, ქვეყნის ხელისუფლებამ რეგიონში კომენდანტის საათი გამოაცხადა.