ზვიად კუპრავა და მათთან ერთად დაკავებული პირები გაათავისუფლეს. კუპრავას თქმით, მათმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ხელისუფლება შეიცვალა, თუმცა მათი საბოლოო მიზანი მიღწეული არ არის.
„ჩემი დაკავების ერთადერთი მიზანი იყო მუხტის დახშობა, რომელიც რუსთაველზე იყო. მადლობა მინდა ვუთხრა იმ ათიათასობით ადამიანს, ვინც იმ დღეების განმავლობაში იდგა ჩვენთან ერთად, რუსთაველის გამზირზე ებრძოდა სისტემას და ებრძოდა სამართლიანობას. ამ ბრძოლამ, შეუპოვრობამ, უკან რომ არ დავიხიეთ, რომ ვერ მოგვისყიდეს და ვერ დაგვაშინეს, ამან თავისი შედეგი გამოიღო და ხელისუფლება შეიცვალა. თუმცა, ეს ყველაფერი არის ფორმალობა”, -განაცხადა ზვიად კუპრავამ.
ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და კიდევ 2 პირი 11 ივნისს დააკავეს. როგორც შსს-მ მაშინ განაცხადა, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს.
12 ივნისს სასამართლომ მათ 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს სხდომის დროს, სამართალდამცველებმა ზვიად კუპრავა სასადილოდან დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს.