დამასკოს საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს ისრაელის 2 რაკეტა ჩავარდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS სირიის საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ბრიტანულ ომის მონიტორინგის ცენტრში ამბობენ, რაკეტები იარაღის საწყობისკენ იყო მიზანმიმართული.
მაუწყებლის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო წარმომადგენელს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.