დღეს, პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ გახდება ცნობილი, ამასთანავე ცნობილი გახდება ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შემადგენლობის შესახებ.
ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, სამინისტროების რაოდენობა 14 -დან 11-მდე შემცირდება. არსებული ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდება, კულტურის და განათლების სამინისტროსთან, დევნილთა სამინისტრო კი შერიგებისა და სამომქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შეუერთდება.