ხორავას ქუჩის საქმეზე რამდენიმე ახალი დაკავებული გვყავს და როგორც ჩანს, ეს დაკავებები გაგრძელდება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი გარემოებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
გახარია თქმით, შეფასებებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის საქმიანობის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
„საპარლამენტო კომისიამ მუშაობა ახლახან დაიწყო და გრძელდება. კომისიის მუშაობის ვადა სამი თვეა და სულ რაღაც სამი დღეა მუშაობს. ამას გარდა, გამოყოფილია ცალკე საქმე, რომელიც 27 დეკემბერს გამოიყო. ამ საქმის ფარგლებში, სიტუაციის, მოვლენების განვითარების არც ერთ შემთხვევას, არც ერთ ვარიანტს არ გამოვრიცხავთ. რამდენიმე ახალი დაკავებული გვყავს და როგორც ჩანს, ეს დაკავებები გაგრძელდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.