შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მან კონდიცირების სისტემაზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ საპილოტე პროექტის გამართლების შემთხვევაში მომავალ წელს კონდიცირება ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება.
„რაც შეეხება კონდიცირების სისტემას, მინისტრის პირადი ინიციატივა იყო, რომ კონდიცირების სისტემა შემოეღო ყველა საგამოცდო ცენტრში. თუმცა პილოტირების რეჟიმი წელს რუსთავის საგამოცდო ცენტრიდან დაიწყო. პილოტირების რეჟიმი გულისხმობს იმას, რომ თუ ამ ყველაფერმა გაამართლა, მომავალი წლისთვის საგამოცდო ცენტრებში მთლიანად მომზადდეს ინფრასტრუქტურა”, – აღნიშნა მიმინოშვილმა.