მომღერალი ბექა ჩხაიძე დაოჯახდა.
აღნიშნული ინფორმაცია “გურია ნიუსს” მისმა მეგობრებმა დაუდასტურეს.
ჩხაიძეს, რომლის სასიყვარულო თავგადასავლები ხშირად ხვდებოდა პრესის ფურცლებზე და არაერთ სკანდალშიც გაეხვია, ტელეფონი გამორთული აქვს.
მისი მეგობრების განცხადებით, ბექას მეუღლე ანი ჩხეიძეა.
ჩხაიძის ახლობლების თქმით, მომღერლის რჩეული ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტია.
ეს მომღერლის მეორე ოფიციალური ქორწინებაა.
პირველი ქორწინებიდან ჩხაიძეს ერთი ქალიშვილი ჰყავს.