ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის თეატრი 150 წლის იუბილეს პომპეზურად აღნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ თეატრში ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, თეატრის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები 10 დღის განმავლობაში არის დაგეგმილი. თეატრის იუბილესა და ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 90-ე წლისთავთან დაკავშირებით, გაიხსნა ნოდარ დუმბაძის ფესტივალი. ფესტივალის გახსნას კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ხელოვანები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოზურგეთის თეატრის მსახიობებმა წითელ ხალიჩაზე გაიარეს, რის შემდეგ საზეიმოდ გახსნეს თეატრის ვარსკვლავი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved