იაპონიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაკარგულად 60-ზე მეტი ადამიანი ითვლება.
მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და სასმელი წყალი. დაზარალებულ რეგიონებიდან ევაკუაციის ბრძანება 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
ადგილზე სამაშველო ჯგუფებთან ერთად სამხედრო ქვედანაყოფები და ავიაციაა მობილიზებული.