2007 წლის მაისში, ჩილეში პატაგონიაში, ტბა გაქრა უკვალოდ და დატოვა 30 მეტრიანი ღრმული.
„ეს რაღაც“ მომცრო „გუბე“ კი არ იყო, რომ აორთქლებულიყო, არამედ მოზრდილი ტბა, რომლის სიგრძე 5 მილი იყო(9კმ).
ბოლოს გეოლოგებმა 2007 წლის მარტში მოინახულეს ტბა, მაგრამ იქ რაიმე არაჩვეულებრივი არ შეუნიშნავთ, ტბას არ გაუჟონია, რომ მდინარედ გადაქცეულიყო და კალაპოტის კვალი დაეტოვებინა. არც მიწისძვრა ყოფილა, რასაც შესაძლოა ტბის გაქრობა გამოეწვია(ესეც ნაკლებად დამაჯერებელია).
დღემდე გეოლოგ-მკვლევარებმა ვერ მოუძებნეს ახსნა სად შეიძლება ასე უკვალოდ გამქრალიყო ტბა? საკითხი დღესაც აუხსნელია.