„ქართულმა ოცნებამ“ ვინც არ უნდა დაასახელოს საპრეზიდენტო კანდიდატად, ძალიან ძლიერი და კონკურენტუნარიანი იქნება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
„ვფიქრობ, „ქართულ ოცნებაში“ არიან ადამიანები, წევრები, „ქართული ოცნების“ მომხრეები, რომელთაგან კანდიდატის დასახელების შემთხვევაში, ის იქნება ძალიან ძლიერი და კონკურენტუნარიანი. ჩემი, როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის ვალია, ყველა კანდიდატს შევუქმნა პირობები იმისთვის, რომ საჯარო მოხელეებმა არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება.