57 წლის ტიმ კუკი, კორპორაცია “ეპლის” ხელმძღვანელი, ყველაზე მაღალანაზღაურებად ადამიანად დასახელდა.
კარგი მუშაობისთვის მან პრემიის სახით “ეპლის” აქციები მიიღო, რომელთა საბაზრო ღირებულება 376 მილიონი დოლარი იყო.
“ეპლის” აქციების ნაწილის გასხვისება ტიმ კუკს 2020 წლის შემდეგ შეუძლია, ხოლო დანარჩენი აქციებისა 2023 წლის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ “ეპლის” აქციათა გაძვირებამ კუკის პაკეტის ფასი უკვე 634 მილიონამდე გაზარდა.
ტიმ კუკი სტივ ჯობსის შემცვლელად 2011 წლის იანვარში, მისი ავადმყოფობისას დაინიშნა.