ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია პრესკონფერენციას მართავს. როგორც დარჩიამ განაცხადა, ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ტარიელ აროშიძემ, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის წევრი ბესო ქათამაძე ცემაში სდებს ბრალს, თანამდებობა დატოვა.