გუშინდელი ინტერვიუ იყო დროული და საინტერესო, _ აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ილია წულაიამ ბიძინა ივანიშვილის პირველ არხთანინტერვიუს კომენტირებისას გააკეთა.
წულაიას თქმით, დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება ხელისუფლებაში სწრაფი და რაციონალური გადაწყვეტილებების მიმღები.
“სჭირდება ძლიერი, მობილური მთავრობა და სწორად დაგეგმილი ეკონომიკური განვითარება. ივანიშვილის ჩადგომა პარტიის სათავეში ამის მოლოდინს აჩენს მოსახლეობაში და წარმატებას ვუსურვებ მას და მთელს ჩვენს გუნდს ამ გამოწვევების დაძლევაში“, _ აღნიშნა ილია წულაიამ.