RT-ს ინფორმაციით, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა ყირიმის რუსეთის ფედერაციაში სრული ინტეგრაციის შესახებ განაცხადა.
„ჩვენ უპრეცედენტო ამოცანის წინაშე ვიდექით და ეს იყო ყირიმის ნახევრაკუნძულის ინტეგრაცია რუსეთის სამართლებრივ, ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკის სფეროებში. დღეს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ურთულესი ეტაპი დასრულდა და ვიწყებთ უფრო სტაბილურ და გეგმიურ მუშაობას“, _ განაცხადა მედვედევმა.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ ყირიმის ინტეგრაციას სჭირდებოდა ისეთი პროცესები, როგორებიცაა: წყალმომარაგების სისტემის, საწვავისა და სატრანსპორტო ქსელების აღდგენა.
„კომუნალური ობიექტები და გზები საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ შეკეთებულა. ჩვენი მთავარი მიზანი ნახევარკუნძულზე საცხოვრებლად და დასასვენებლად უკეთესი პირობების შექმნაა“, _განაცხადა მედვედევმა.
მაუწყებლის ინფორმაციით, რუსეთის პრემიერ-მინისტრი სევასტოპოლში ახალი რუსული სამგზავრო ტრანსპორტის Kometa-120M-ის გაშვების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც ცნობილია, Kometa-120M რეგულარულად ივლის სევასტოპოლსა და იალტას შორის.
მაუწყებლის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა საპროტესტო ნოტა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უკრაინის ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა.