ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთს მღვდლის დაკავების გამო სანქციებს უწესებს. აღნიშნულ ინფორმაციას RT ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე და თურქეთში მცხოვრები მღვდელი ანდრეიუ ბრუნსონი სამართალდამცავებმა გამოძიების ფარგლებში დააკავეს. საქმე 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობას ეხება და მღვდელს მასში მონაწილეობას აბრალებენ.
როგორც ცნობილია, ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მას 35 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომხდარის გამო დაწესებული სანქციები თურქეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეღა მინისტრებზეც ვრცელდება.
მაუწყებლის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამერიკელ კოლეგას თურქეთის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ომის წამოწყებაში ადანაშაულებს და აფრთხილებს, რომ აშშ-მ შესაძლოა ძლიერი და გულწრფელი მოკავშირე დაკარგოს.