ქართული სპეცსამსახურების ირგვლივ განვითარებულ საერთაშორისო სკანდალზე ამერიკის მოქალაქე პირველ კომენტარს აკეთებს გააკეთა.
პირი, რომელიც შვილმკვდარ მამებს, ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს სტრასბურგში უნდა გაჰყოლოდა და დახმარება გაეწია, მიუნხენის აეროპორტში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.
პაატა აბჟანდაძე სამართლებრივ დავას და საკუთარი უფლებების დაცვას ამერიკაშიც გეგმავს.
„აღიძრა საქმე ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გავცვალეთ ყველანაირი კონტაქტები… დიდ შოკში იყვნენ ჩავარდნილი, არანაირი ინფორმაცია არ იყო მიწოდებული, რომ მე ამერიკის მოქალაქე ვარ და 20 წელზე მეტია, ვცხოვრობ ამერიკაში. შემეკითხნენ ისლამურ სამყაროსთან თუ აქვს კავშირი, მე თუ ვიცნობ და ა.შ. რომ ჩამოვყალიბდით, რომ აქ აბსურდთან არის საკითხი და აქ რაღაც სახელმწიფოებრივ შეთქმულებას ამ ხალხის წინააღმდეგ, ეგ უკვე თვითონ დარწმუნდნენ ამაში,“ – განაცხადა პაატა აბჟანდაძემ.
წყარო: რუსთავი2