ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, მარი სამსონიამ, რომელმაც ინგლისურის გამოცდაში უმაღლესი ქულა _ 90 აიღო, ისტორიაში უმაღლესი შედეგი დადო.
მან მაქსიმალური ქულა _ 70 მიიღო.
მარის მამა, გიორგი სამსონია მღვდელია, დედა _ გურიის გუბერნიის ადმინისტრაციის თანამშრომელია.
ჰყავს 5 წლის და, ბარბარე, რომელიც მისი თქმით მასზე ჭკვიანია.
საკუთარ თავზე ბევრს არ საუბრობს. ამბობს, რომ უყვარს ფილმები, განსაკუთრებით კომედიური ჟანრის. ლიტერატურაში უპირატესობას სამეცნიერო ფანტასტიკას ანიჭებს.
კითხვაზე _ რა შეგრძნებაა როცა, არამარტო გურიაში, არამედ ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო შედეგებს დებ ასე გვპასუხობს: “უფრო მაგარი ისაა, შენი წარმატება რომ ამდენ ადამიანს უხარია”.
მარის, სწავლის გაგრძელებას საერთაშორისო ურთიერთობების განხრით გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ მას სხვა საგნებშიც მაღალი ქულების აქვს. ქართულ ენაში, მაქსიმალური 80 ქულიდან 75 ქულა მიიღო; უნარებში კი, სადაც ზღვარი 80 ქულას შეადგენდა, 67 ქულა დაიმსახურა.
რაც შეეხება სხვა კურსდამთავრებულებს ამავე სკოლიდან _ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დირექციის ინფორმაციით ისორიაში ჯემალ შარაძემ 63 ქულა მიიღო, ხოლო მარიამ ურუშაძემ 61 ქულა.