ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“ვიპოვე!!! ვიპოვე!!!! სალომე ზურაბიშვილის ცნობილი შარფი, 2010 წელს, მთელი აქციების მსვლელობისას რომ ეკეთა და არ იხსნიდა, ბოლოს მე მაჩუქა ეთერში და იმ დღიდან რამდენიმე წელი ტელევიზიაში აღარ მიმუშავია… მალე განცხადებას გააკეთებს არჩევნებში მონაწილეობაზე და ცხადია, ვეძებდი ამ სიმბოლურ შარფს. გადმოვანგრიე ყველა თარო, ხოდა ვიპოვე, მასთან პირველსავე ინტერვიუზე უნდა გავიკეთო ეთერში”.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.