თბილისის საქალაქო სასამართლომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული მალხაზ ტოხოსაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბინისა და სამსახურის ჩხრეკისას კი სამართალდამცველებმა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე “ისლამური სახელმწიფოს” სიმბოლიკიანი დროშები ამოიღეს.
თუმცა, დაკავებულს ბრალი საბრძოლო მასალის მართლწინააღმდეგ შეძენა-შენახვისთვის აქვს წარდგენილი, თუმცა, ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები ტერორისტულ ორგანიზაციაში დახმარებისა და მასში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, აქტიურად მიმდინარეობს.