დღეიდან ქუთაისის შემოვლით საავტომობილო გზაზე სიჩქარის საზომი სექციური რადარები ამოქმედდა.
რადარები საავტომობილო გზის 31-კილომეტრიან მონაკვეთზე, 10 სექციად განალაგეს. ამავე მონაკვეთზე, ასევე ამოქმედდა ნომრის ამომცნობი „ჭკვიანი“ კამერები, რომლებიც გააკონტროლებენ როგორც სიჩქარის გადაჭარბებას, ასევე, სხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს.
მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე ქობულეთის შემოვლით გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზეც ამოქმედდება „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები და სიჩქარის საზომი სექციები მოეწყობა.
შსს-მ ავტოსაგზაო უსაფრთხოების მიზნით, ივლისში თბილისის მასშტაბით 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა, ბათუმის მასშტაბით კი 125 ზოგადი ხედვის კამერა სრული დატვირთვით აამოქმედა.
ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ახალი წერტილოვანი რადარები განთავსდა ქობულეთი-მახინჯაურის მონაკვეთზე.