ჩოხატაურის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ სიხარულძე, რომელიც დღეს დილით, სპაატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს საავადმყოფოში იმყოფება.
როგორც სიხარულიძემ გვითხრა, მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციამ ის ჩოხატაურიდან ოზურგეთში გადაიყვანა ცუდად გახდა.
_ ამ წუთებში საავადმყოფოში ვარ. საპატრულო პოლიციის შენობასთან ცუდად გავხდი და სასწრაფო გამოიძახეს. აქვე მომიტანეს აქტი, რომლის შედგენას პოლიციელებს 3 საათის განმავლობაში ვთხოვდი, _ გვითხრა სიხარულიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით ვლადიმერ სიხარულიძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისამდი დაუმროჩილებლბას, ან აპირის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.
ისჯება ჯარიმით 1000 ლარიდან 4000 ლარამდე, ან ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე.
სიხარულიძე ამბობს, რომ მას შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია და პატრულმა მას უსამართლოდ მოექცა:
_ საკრებულოს შენობასთან გავაჩერე ავტომობილი და შემდეგ მოვიდნენ _ ღვედი არ გეკეთაო. ამით დაიწყო ყველაფერი. არ მესმის ჩემგან რა უნდათ, რატომ გადამეკიდნენ, _ გვითხრა სიხარულიძემ, რომელიც საპატრულო პოლიციამ გასულ წელსაც დააკავა.
მაშინ პატრულს ეჭვი ჰქონდა, რომ სიხარულიძე ნასვამი მართავდა ავტომობილს, რაც არ დადასტურა, თუმცა, იგი ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდათ.
ვლადიმერ სიხარულიძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რაც დღეს, მისი დაკავებისას პატრულის თანამშრომლებსაც უთხრეს ადამიანებმა, რომლებიც დაკავების მომენტს შეესწრნენ.
ამავე თემაზე: ხმაური ჩოხატაურის ადმინისტრაციულ შენობასთან _ დაკავებულია საკრებულოს წევრი