ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები შეექმნა ლანჩხუთის სოფლებს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ ჩოჩხათში. როგორც ადგილობრივები “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავენ, წვიმის წყალი მდინარეებივით მიედინებოდა, რამაც მა წაიღო შიდა გზების ნაწილი.
“სოფელში რთული ვითარებაა. გადაუღებლად წვიმს 1 კვირაა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. შიდა გზები დაზიანებულია. სტიქიის შედეგად ისინი კიდევ უფრო ზიანდება. რამდენიმე ადგილას გზა წყალმა წაიღო. სოფელ წიაღობაში მეწყერმა სოფელში მისასვლელი გზა ჩაკეტა, თუმცა, იგი ამჟამად გახსნილია. ველოდებით სპეციალურ ტექნიკას”, _ აცხადებს ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი ჩოჩხათში რევაზ ფაცურია.
სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს შესაბამისი სამსახურები ითვლიან.