მსოფლიოში ულამაზესი მდინარე – კანიო-კრისტალესი სამხრეთ ამერიკაში მდებარეობს.
კოლუმბიის ეს ფერადოვანი სასწაული ცისარტყელას თითქმის ყველა ფერს შეიცავს: გვხვდება ყვითელი, მწვანე, ლურჯი, შავი, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კი წითელი ფერები.
მდინარის საოცარ შეფერილობას განსაზღვრავს წყალმცენარეეები მაცარენია და ცლავიგერა რომლებიც მის ფსკერზე ხარობენ.
მდინარეს მეორე სახელიც აქვს, მას ხუთფეროვან მდინარეს უწოდებენ. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს სახელწოდება გადაჭარბებულია.
ეს მდინარე ისე გამოყურება, როგორც ბიბლიური ფანტაზია. წლის უმეტესი დროის მანძილზე მდინარე სხვა ნორმალური მდინარეებისაგან არაფრით არ განსხვავდება. მაგრამ წელიწადის გარკვეული დროის მცირე მონაკვეთში ის ფერთა ცისარტყელაში იძირება.