სექტემბრიდან ეგრეთ წოდებული შავი სია უქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საფინანსო ორგანიზაციები ვადაგადაცილების შემთხვევაში მომხმარებელს ნეგატიურ სტატუსს ვეღარ მიანიჭებენ. ამ დროისთვის ეგრეთ წოდებულ შავ სიაში 600 ათასზე მეტი მომხმარებელია.
ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, სესხის გაცემისას უკვე აღარ ექნება მნიშვნელობა, ხართ თუ არა თქვენ ეგრეთ წოდებული ნეგატიური გადამხდელი და საფინანსო ორგანიზაცია გადაწყვეტილებას თქვენი საკრედიტო ისტორიისა და დადასტურებული შემოსავლის მიხედვით მიიღებს.
წყარო: “იმედინიუსი”