19 აგვისტოს კურორტმა ბახმარომ პირვემ თანამედროვე მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლა. ბახმარო SunSet Fes ტრადიციული დოღის შემდეგ ჩატარდა და მას 3000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. ფესტივალი 17:00 საათზე დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება.
ფესტივალში მონაწილეობდნენ მუსიკალური ჯგუფები: KILLAGES, არა, MEBO RENARD, ბაჩო ჯიქიძე & ალბანელი შამანები, George Merych, Leif S, ლურჯი იალქანი. დიჯეები: SUMO, WCAN. ფესტივალზე მოსული სტუმრები დაპირებულ სიურპრიზს მსმენელისთვის ყველაზე ცნობილ გურული DJ REMBO- ს აღფრთოვანებით შეხვდნენ.
ფესტივალი ჩატარდა სახელმწიფო პროგრამა “Check in Georgia“ ფარგლებში. ევროკავშირის პროექტის – ” მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის” მხარდაჭერით. ორგანიზებას და ჩატარება უზრუნველყო “ა(ა)იპ „Post- ალიონმა“. მედია პარტნიორი ორგანიზაციები არიან: მედია სახლი “გურია ნიუსი“ და კლიპარტი. ფესტივალის მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიურად იყვნებ ჩართული გურიაში მცხოვრები ახალგაზრდები – მოხალისეები. ფესტივალის გენერალური სპონსორი იყო “წყალი მარგებელი”. სპონსორები იყვნებ: კომპანია “ზედაზენი”; შპს “პალადა”; “საქენერგო რემონტი”; შპს “NEW ROAD”; “ორბი ჯგუფი” “ოზურგეთლუდი”, “ვასაძის პური”; “My family”, სასტუმრო “ბახმარო”.; “ნატურალ თი კომპანი”, “ჩვენი მარკეტი”, რესტორანი “ქალაქური”, რესტორანი “ფიროსნმანი”. მხარდამჭერები იყვნენ: გურიის სამხარეო ადმინისტრაცია; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი; სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო; შინ აგან საქმეთა სამინისტრო; ენერგო პრო ჯორჯია, მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ბიურო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; სიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი; “ლიდერფუდი”; TBC ბანკი; ოზურგეთს საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია; ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე; ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი გელა ჭანუყვაძე; ბიზნესმენი ბეგლარ სიორიძე, ბიზმესმენი გია ცეცხლაძე . თუმცა, იმ ადამიანების ჩამონათვალი, რომელთა დახმარებით ფესტივალი წარმატებით ჩატარდა საკმაოდ ვრცელია და მათ შესახებ მოგვიანებით მოგიყვებით.