დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში დაკარგულ გემზე, სადაც 17 ქართველი იმყოფებოდა, ერთ-ერთი ოზურგეთელი ახალგაზრდაა. დაკარგულის მამა “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მის შვილთან არანაირი კონტაქტი არ აქვს და ელოდება, თუ როდი გაათავისუფლებენ დაკარგულ ბიჭებს.
“ნუ გააჟღერებთ არასწორ ინფორმაციას, საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება. ტელევიზიით ისეთ სიუჟეტი გავიდა პირველად, ძალიან ცუდად გავხდი. კონკრეტულად არ ვიცი არაფერი, რა მოხდა. ყველანი ჩართულია ამ პრობლემის მოგვარებაში და ველოდებით, როდის დასრულდება ეს საშინელება.“ -გვითხრა გემზე მყოფნი ახალგაზრდის მამამ.
ჩვენ, ასევე, დავუკავშირდით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, რომელმაც გვითხრა, რომ ამ ეტაპზე ახალი არაფერია და სახელმწიფო უწყებები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გემზე მყოფნები დროულად დაუბრუნდნენ სამშობლოს.