მერაბ ჭანუყვაძის გუბერნატორის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო “ქართული ოცნება” კიდევ ერთმა წევრმა ოთარ სოროზანიშვილმა, ამჯერად ჩოხატაურში დატოვა.
სოროზანიშვილმა განცხადება პარტიის საოლქო ორგანიზაციაში უკვე შეიტანა:
_ მერაბ ჭანუყვაძის მსგავსი გულანთებული, პატიოსანი და გურიაზე შეყვარებული ადამიანი იშვიათია. ის იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლის დაკარგვა დანაშაულად მიმაჩნია. ამიტომ, ვტოვებ ჩემს ცხოვრებაში პირველ და უკანასკნელ პარტიას. ვერ ვიქნები იქ, სადაც მართალი ადამიანები არ სჭირდებათ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ოთარ სოროზანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამავე მიზეზით, გუშინ “ქართული ოცნება” ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრმა გია ხაჭაპურიძემ დატოვა.
ჩვენი ინფორმაციით, პარტიას დღეს კიდევ რამდენიმე ადამიანი დატოვებს, რომლებიც მედიისთვის ბრიფინგის გამართვასაც აპირებენ.
ამავე თემაზე: მერაბ ჭანუყვაძის გათავისუფლების გამო “ქართულ ოცნებას” წევრები ტოვებენ