საქართველოს პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გურიის ახალი გუბერნატორი ზურაბ ნასარაია წარადგინა.
სუბარმა შეხვედრაზე მყოფებთან საუბარი მერაბ ჭანუყვაძეზე საუბრით დაიწყო, მას მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისთვის და აღნიშნა, რომ ჭანუყვაძემ თაბამდებობიდან წასვლის თაობაზე თავად მიიღო გადაწყვეტილება: _ ეს იყო მისი გადაწყვეტილება და მერაბი მუშაობას თბილისში გააგრძელებს ჩვენს გუნდთან ერთად, _ აღნიშნა სოზარ სუბარმა.
ახალ გუბერნატორზე საურბისას სუბარმა თქვა, რომ ის წარმატებული მენეჯერია, ნახევრად გურულია, რადგან დედა ჰყავს გურული და ის ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს გურიისთვის.