პარტია “ქართული ოცნების” ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, პარტიის ყოფილი ოფის-მენეჯერის, ცირა ჯინჭარაძის გაერთიანებულ ოპოზიციაში გადასვლასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.
ჭანუყვაძის თქმით, ჯინჭარაძეს თანამდებობა საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია:
_ ქალბატონ ცირა ჯიჭანარაძეს რამდენიმე თვის წინ დავატოვებინეთ პარტიაში ოფის-მენეჯერის თანამდებობდა, რადგან სათანადოდ ვეღარ ახორციელებდა დაკისრებულ მოვალეობას.
ასევე, ჩვენი პარტიის სხვა წევრებისგან შემოსული იყო საჩივრები, რომ ეს ქალბატონი დაშორებული იყო ჩვენი პარტიის იდეოლოგიას და შემჩნეული იყო სხვა ძალებთან თანაშრომლობაში.
როგორც ჩანს, სწორედ განაწყენებულმა და “ქართული ოცნების” იდეოლოგიისგან უკვე დაშორებულმა ქალბატონმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მერაბ ჭანუყვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცირა ჯინჭარაძემ მმართველი პარტიის დატოვების თაობაზე განცხადება დღეს გააკეთა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმედგაცრუების, პოლიტიკური შეხედულებების განსხვავების გამო მიიღო და შეუერთდა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბს.
ვრცალ იხილეთ: ქართული ოცნების” ოფის-მენეჯერი ვაშაძის საარჩევნო შტაბს შეუერთდა