https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“დიესიენ ქაჯებმა ამ ბიჭს და უნდა დეიჭირონ, მარა უჩინოა და ვერ ხედვენ” _ ცრურწმენები გურიაში

12:09; 3.09.2018
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

“შეიქნა ჩხუბი. იძრო ბიჭმა ყამა. სხრიფა და სხრიფა ქაჯები. პაწია კიდო და ყველას გაჟუჟავდა, მარა ქე გუუტყდა ყამა. დარჩა ცარიელი. დიესიენ ქაჯებმა ამ ბიჭს და უნდა დეიჭირონ, მარა უჩინოა და ვერ ხედვენ. რაღა ექნა ბიჭს. გადმეიღო ისევ მისი მშვილდისარი და შიებრძოლა დარჩენილ ქაჯეფს. საღამორელე ჩხუბი გათავდა. ქაჯები გასხრიფა, მარა თვითონაც დეიჭრა…(“უჩინმაჩინის ქუდი”)

ქართველების ემოციური და ინტელექტუალური სამყარო, თუ სხვადასხვა მოგონებებს დავეყრდნობით, გაჯერებული იყო ზღაპრების, მითოსის და ფანტაზიების ტვირთით. მძიმე რეალობას რომ გაქცეოდნენ, ადამიანები “ფანტასტიკურ ატმოსფეროში” იხარშებოდნენ. მიუხედავად მძლავრი ქრისტიანული მრწამსისა, ცრურწმენა ყველა სოციალურ წრეში იყო გავრცელებული. გურია და გურულებიც არ იყვნენ გამონაკლისი. “ჩემი ბავშვობის ხანაში, _ იგონებდა ნოე ჟორდანია, _ ლანჩხუთის მცხოვრებთ, ალბათ, მთელ გურიასაც, ქონდათ წარმოდგენა ქვეყნიერებაზე სავსებით ზღაპრულათ და საწაულებრივათ. საერთო აზრი იყო: ქვეყანა დასახლებულია უჩინარი სულებით, რომლებიც ებრძვიან ადამიანებს… ჭინკა, ქაჯი, ეშმაკი, დევი, კუდიანი, მზაკვავი და სხვა. ბავშვებს ყავთ მიჩენილი ჭინკა, ხოლო დიდებს ყველა დანარჩენი…”

ბარონი დე ბაი (ეს ის ფრანგი მოგზაურია, გურულები გასკონელებს რომ შეადარა) წერდა: “მიუხედავად იმისა, რომ ისინი (გურულები) მართლმადიდებლურ სარწმუნოებას მისდევენ, მათ შემოინახეს მრავალი წარმართული ზნე-ჩვეულება; ცრუმორწმუნეობის წეს-ჩვეულებები ძალიან მრავლადაა გურულებთან, ისევე, როგორც მათ მეზობელ მეგრელებთან, ლაზებთან და იმერლებთან.

გურულებს სწამთ კატის, შავი მამლისა და მერცხლის. ერთი კატის მოკვლისათვის ფიცს სდებენ სიკვდილამდე ააშენონ ცხრა ეკლესია. მათი რწმენით, შავი მამლის სისხლი ეფექტური წამალია და მერცხალი განხილულია, როგორც ღვთაებრივი ქათამი, ერთადერთი საჭმელი, რომლითაც ღმერთი იკვებება.

მცენარეთა შორის თაყვანს სცემენ მუხას. თითოეული ინდივიდი იბადება გარკვეული ვარსკვლავის ქვეშ, რომელიც უწესებს მას თავის ხასიათს. გრძნეულებს ანიჭებენ კატის ფორმის მიღების უნარს. გველი წმიდათაწმიდაა. ოჯახის უფროსს ჩუმად, ყოველ დილით, მისთვის ერთი ჭიქა რძე გამოაქვს, რადგან ფიქრობს, რომ ის იცავს და ზრდის მის ქონებას”.

აპოლონ წულაძის მიხედვით, გურულებს “სწამდათ ავი თვალი, ავი ფეხი, კუდიანი და ქარჩავ-მზაკვავი.” ბევრი ყოფილა იმის მაგალითი, რომ რომ კუდიანობაში დადანაშაულებულ დედას შვილი გაშორებია. ისიც საინტერესოა, რომ ქარჩხავ-კუდიანი, უმეტესწილად, “ეშმაკის სულის მიმყიდველი” მოხუცი ქალები იყვნენ (თითოოროლა კაციც ყოფილა გარეული, თუმცა გენდერული თანასწორობა დარღვეული იყო). თურმე ზოგიერთი ქალი ან კაცი რომ მოხუცდებოდა, ზაკვავად იქცეოდა, კუდი გამოებმეოდა, თვალიც უჭრიდა უწინდებურად, ღონე ეძლეოდა და შეეძლო (ეს სურვილისამებრ ხდებოდა) ნებისმიერ გარეულ და შინაურ ფრინველად თუ პირუტყვად გადაქცევა. ამ სახით ისინი “დასტრიალებენ ქვეყანას, რომ ვნება მოუტანონ”. კუდიანებს საკუთარი გაწვრთნილი ცხოველებიც ჰყოლიათ – მგელი და ტურა. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ ადგილას კუდიანობას ტურიანობას ეძახდნენ, კუდიან ქალს კი ტურა-ქალს. “მამის სოფელში კუდიანობას ტურაობას ეძახდენ. შამევიდოდა ეს კუდიანი, ამეიყვანდა ბავშვს აკვნიდან და ძირს აგორებდა. მერე მამა დაღადრა, პირი დაუღადრა, როცა ბუხრიდან ჩამოდიოდა”. ყვებოდა ერთი ქალბატონი შუა განახლებიდან. ამ ავი სულების ხელმძღვანელი როკაპი ყოფილა (არსებობს ვარაუდი, რომ როკაპი მიღებულია სიტყვიდან როსკიპი, სპარსული “რუსფი”-დან. სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით როსკიპი ნიშნავს ურიდად მეძავს).

ჩოხატაურის მუზეუმში დაცულია ისტორია ერთი ხანშისეული ქალბატონისა, რომელსაც დასწამეს კუდიანობა. საწყალი გახურებული ვირის ნალით დადაღეს უკანალზე და შუბლზე. მის შესახებ ხალხი ლაპარაკობდა, რომ “ღამით მგელზე შეჯდება და ჭაჭვეთში მიდის როკაპთან. თავის შვილიშვილს ღამით ენას ამოართმევს, დაამუნჯებს და შემდეგ ისთევლე ჩაუდგამსო”. ჭაჭვეთს გურულები იმ გამოგონილ ზღვისპირა ქვეყანას უწოდებდნენ, სადაც მიუვალ კლდეებსა და გამოქვაბულებში როკაპი ბინადრობდა. გადმოცემის თანახმად, “კუდიანებს ზარი ქონდენ. იმ ზარს რომ დაკრავდა, ყველა შეიყრიდა თავს. როკაპი იყო იმ კუდიანების უფროსი. როკაპი საცა დოუსახელებდა, იქინა შეიყრიდენ თავს (ეს ხდებოდა პირველი სექტემბრის ღამეს. კუდიანებს აუცილებლად რაიმე საჩუქარი უნდა მიეტანათ როკაპისთვის: ცხოველი, ადამიანთა გულები და კიდევ სხვა რამ. _ ი.მ.). როკაპი იმფერი გლახა შესახედავი იყო!” _ ყვებოდა ერთი მოხუცი ქალბატონი.

გურულების წარმოდგენაში როკაპი “ერთი მეტად გადაბერებული, მახინჯი დედაკაცი, ყველა გრძნობებით სავსე, რომელსაც უთვალავ-უანგარიშო ქვეშევრდომები ყავს დედამიწაზედ”. თურმე, როცა როკაპი ბრაზდებოდა, ის აღებდა უშნო პირს, საიდანაც მოჩანდა გრძელი და შავი ღრჯოლები. როცა კუდიანი (კაცი ან ქალი) მიდიოდა როკაპთან, ის ქვას ურტყამდა კბილებში. თუ დარტყმა ძლიერი იყო, როკაპი გახარებული რჩებოდა. ქვის დარტმა ეს იგივე მისალმება ყოფილა. ავი სულები უფრო ჩვილ ბავშვებს ეტანებოდნენო, ამბობდნენ ძველები (ბუკისციხეში ერთი კუდიანი ყოფილა, რომელმაც თოთო ბავშვს ჭიპზე ხელი დაადო და ის ადგილი გაშავდა).

ავი სულები გურულებს უმეტესად ეშმაკებისა და ჭინკების სახით ჰყავდათ წარმოდგენილი. მათი აზრით, ეშმაკი ადამიანში იყო, ხოლო ჭინკა _ ცხოველში. ეშმაკი ჭინკაზე უფრო საშიში ყოფილა, რადგან ჭინკას ადამიანისთვის დიდი ზიანის მიყენება არ შეეძლო. უხილავი, იგი ცხენს ლოკავდა თურმე, ფაფარს უწნავდა ისე, რომ მერე ვერ გამოხსნიდი. ჭინკები სხვადასხვანაირად გამოიყურებოდნენ. მაგ., ცეცხლივით თვალებიანი კვიცი სახით, ან მწერის, მაიმუნის და თაგვის სახე მიეღო ან კიდევ საკუთარი, ჭინკური სახე არ დაემალა: “ჭინკა დაბალი ქალი იყო, დაბალნული, თმაი მისხელე შავი, შავი თმით შებალნული”, იხსენებდა ერთი მოხუცი, რომელსაც ეს შებალნული ჭინკა ბაღნობაში შეხვედრია.

ჭინკებს ფეხის ტერფები ადამიანებისაგან განსხვავებული აქვთ _ ქუსლები წინ აქვთ და თითები კი უკან. მიუხედავად მცირე ზომისა “ადამიანმა რომ “მეიკაკიოს” ზურგზე ჭინკა, ვერ ზიდავს, მან რომ “მოგიკაკიოს” მხარზე, გაგაფრენს სადღაც”. ჭინკების შესანიშნავი აღწერილობა დაგვიტოვა ნოდარ დუმბაძემ: “ჭინკა სამნაირი არსებობს. ერთს აცქვეტილი ყურები, თხის ჩლიქები, თხისავე წვერი, ცეროდენა რქები და ელვადაკრული, ელამი თვალები აქვს. ძალიან ჰგავს თხას, მაგრამ ჭინკაა, რა ხმაზეც უნდა, იმ ხმაზე ლაპარაკობს: ქალის ხმაზე, კაცის ხმაზე, ბავშვის ხმაზე, ცხოველების ხმაზე, ჩიტისაზე აღარაფერს ვამბობ.

მეორე ჭინკა კუდიანია და უკუღმართი შებრუნებული ტერფები, მოკაუჭებული ცხვირი, ერთი კბილი, შუბლზე ზურმუხტივით მწვანე, ერთადერთი თვალი და ბალნით შემოსილი ტანი აქვს. მესამე ჭინკას ოთხი ხელ-ფეხი აქვს. ექვსექვსი თითით გაწყობილი. ორი სახე და ოთხი თვალი, ზურგი არა აქვს, სამაგიეროდ ორი მუცელი აქვს და ორი ჭიპი. წინიდანაც და უკნიდანაც იცქირება. ერთნაირად გარბის წინ და უკან…” ჭინკებს წყალში ჭყუმპალაობა უყვარდათ თურმე (შეიძლება ახლაც უყვართ). “ერთხელ ოზურგეთიდან მივდივართ ლანჩხუთში ოთხი ბავშვი; გვყავდა ერთი ცხენი და ზედ ვჯდებოდით მორიგეობით ორ-ორი. ნატანებს გაღმა ვიყავით, რომ მზე ჩადიოდა… მივადექით მდინარეს, როგორც კი შევდექით ხიდზე მომესმა ძახილი: ვერ წახვალთო და რაღაცამ წყალში მოადინა ტყაპუნი, ნაპირიდან გადახტა. ჭინკა დაგვხვდაო – დავიძახეთ და შეშინებულებმა მოვკურცხლეთ უკან… მივდივართ ყველა ფეხით შეშინებული, დაფიქრებული. შემოგვხვდა ერთი თოხიანი კაცი და გვკითხა: სად მიხვალთ აქეთ, აკი ორაგვისაკენ მიხვიდოდითო. ჩვენც უამბეთ რაც მოხდა, მან მოგვიგო: მეისპო მისი სახელი, იმ ხიდესთან მართლა იცის ყოფნა, წამოდით მე გაგიყვანთ, თუ გაბედა შემოტევა ამ თოხის ყუას შიგ შუაგულში მივახეთქებო. გავყევით გულის ფანცქალით. მივედით ხიდთან, გვეშინოდა ზედ შედგომა, წინამძღოლი გვიჯავრდება, კინაღამ თოხის ყუა ჩვენ არ მოგვარტყა, გავედით როგორც იყო მშვიდობით და მოვკურცხლეთ. ორი კვირა დედაჩემი მატარებდა მოლაზონთან “შეშინებულის” გამოსალოცავათ”, – ნოე ჟორდანიას მოგონებებიდან.

ჭინკებს საჭმლის მადაც კაი ჰქონდათ თურმე, მაგრამ განსაკუთრებით უყვარდათ ბალახი “ოქროსყურა”… ერთი ბუკისციხელი მოხუცი ყვებოდა: “ბაბუაჩემის გადმოცემით, მის დროს ხალხში გავრცელებული იყო ხმა, რომ სოფელში არიან ავი სულები, კუდიანები და რომ საჭიროა მათი გამოცნობა და დაშანთვა, რათა ყველამ იცოდეს, რომელია, ამისთვის შემჩნეულ ხალხს მოუყრიდნენ თავს სუფსის ნაპირზე, ხიდთან ცეცხლი იყო დანთებული, იქ გურიის ტბაა. ტბას იმიტომ ეძახიან, რომ მდორედ მოდის წყალი და შემომრგვალებულია. აქ იყო მთავარი ხალხისაგან შექმნილი კომისია (აქ იკრიბებოდა ყველა _ თავადიდან დაწყებული უკანასკნელ გლახამდე დამთავრებული _ ი. მ.). თითო-თითოს გეიტანდნენ ხიდზე. გააძრობდნენ და გადააგდებდნენ წყალში. თუ დაძირავდა, მაშინ არ იყო მავნე და თავისუფლდებოდა. თუ არ დაძირავდა, მაშინ ის იყო კუდიანი და დაშანთავდნენ.” ამან საგონებელში ჩამაგდო, თუ რისთვის იყო მსგავსი რთული რიტუალის ჩატარება, რადგან ეს ამბავი შეეძლოთ მარტივად გადაეწყვიტათ – ენახათ აქვს თუ არა კუდი გამობმული და გათავდებოდა საქმე! გურულების აზრით, დადაღვის შემდეგ კუდიანი საშიში აღარ იყო ხალხისთვის და ის საზოგადოების უბრალო (კუდიან ან უკუდო) წევრად რჩებოდა ისევ. ტ. მამალაძის (Народные обычаи и поверья гурийцев) თქმით, ერთხელ თურმე დაუდაღავთ კუდიანობაში ეჭვმიტანილი, რომელმაც შემდეგ იჩივლა, ჩაატარეს გამოძიება და აღმოჩნდა რომ სულაც არ ყოფილა კუდიანი. დამნაშავეები დასაჯეს – ეს იყო უკანასკნელი მსგავსი შემთხვევა გურიაში.

“სამოცი წელიწადიც არ იქნება მას შემდეგ, რაც გადავარდა ჩვენში ამგვარი ბრალდებული კაცების “დადაღვაო”, _ წერს “ივერია” და გამოდის, რომ უკანასკნელად ეს რიტუალი, დაახლოებით, 1810-იანებში შესრულებულა. ბევრი სათავისოდ იყენებდა კუდიანობის ამბავს. ამის დასტურია ნოე ჟორდანიას მოგონება: “ლანჩხუთში ხმა გავარდა _ ნათლისმცემელში მცხოვრები ერთი მოლაზონი ტურაზე იჯდა და მიაჭენებდაო. ეს იყო უტყუარი ნიშანი იმის, რომ ის კუდიანია. მოახდინეს ყრილობა, 30 ქალმა და კაცმა დაამოწმა _ ჩვენი თვალით ვნახეთ ტურაზე იჯდაო. დედაკაცი გადაასახლეს “პრიგოვორით” საზოგადოებიდან. მთელ ამ საქმეს მეთაურობდა ერთი ჭკვიანი გლეხი ოფონა ბოლქვაძე. გავიდა ათ წელზე მეტი. მე შინ ვარ თფილისიდან ჩამოსული. მამა ჩემთან მოვიდა ეს ოფონა, მუსაიფის დროს ჩემი თანდასწრებით მამამ კითხა: ოფონა, მითხარი თუ კაცი ხარ, ძველი ამბავია, მართლა დაინახე რომ ის მოლაზონი ტურაზე იჯდაო? ოფონას გაეცინა და უპასუხა: ნიკო ჭკვიანი კაცი ხარ და ასეთ აბდლურს რაფერ მკითხავ. ადამიანის ტურაზე ჯდომა ვის გაუგონია. იმ დედაკაცმა შემაწუხა, ჩემი კარის მეზობელი იყო, სულ მწყევლიდა და გადავწყვიტე რამენაირათ თავიდან მომეშორებია. ერთ დღეს ადრე ადვექი, იყო ნისლი, დავინახე მოლაზონი მიდიოდა შუკაში და დავუცაცხანე. უცებ მოუფიქრებლათ შევძახე – ტურაზე ზის, ტურაზე. გადმოცვივდნენ მეზობლები, მოლაზონი შეშინდა და მირბის გამწარებული, ხალხი უყურებს შორიდან და “დაინახა”, რომ მართლა ტურაზე იჯდაო. მე გამეცინა, სწორეთ ახალ-გაცნობილი ვიყავი თეორიას მასიურ გალიუცინაციაზე. მაგრამ იმ დროს, როცა ეს ამბავი მოხდა, მე ღრმათ მწამდა მთელ ხალხთან ერთად მისი სინამდვილე”.

კუდიანების განდევნა და მათგან თავის დაცვა კი შემდეგნაირად ხდებოდა (ტ. მამალაძის მიხედვით) – გურულებს აუცილებლად უნდა ჩაეტარებინათ რიტუალი სახელწოდებით “შებეჭდვა”: პირველი სექტემბრის ღამის წინ იღებდნენ ცვილს და მას ჯვარედინად მიაკრავდნენ ოჯახის ყველა წევრს თმაზე, ასევე შინაურ ცხოველებსაც და მცენარეზეც, მაგ. სიმინიდს ტაროზე, ღომზე. ეს პრევენცია 100 პროცენტიან გარანტიას იძლეოდა თურმე. ამას გარდა, ოჯახის რომელიმე მამაკაცი გადიოდა ყანაში, ნათესებში, დგებოდა შუაში და მთელი ძალით გაჰყვიროდა: ჯვარი აქა, ჯვარი აქა! შენი სვი და შენი ჭამე; ჩვენსას ჯვარი დაგვიწერე! უუუ, კუდიანებო! იწყებდნენ თოფის სროლას, შემდეგ შემოუსხდებოდნენ გაწყობილ სუფრას, დაილოცებოდნენ და ღმერთს დახმარებას სთხოვდნენ, რათა კუდიანებისაგან დაეცვა ოჯახი. ახლა მოვუსმინოთ გაზეთ “ივერიას” (1877), რომელიც შელოცვის სხვა ვარიანტს გვთავაზობს: “სახლის უფროსი შუაღამეს გამოდის გარეთ, ეზოში, გამოაქვს თავისი სასროლი იარაღი, გასძახის და თან ამ სიტყვებს წარმოთქვამს: მიღმართელნო, მოღმართელნო, შორებელნო, ახლობელნო, თქვენ სვით და თქვენ ჭამეთ ჩემსას ჯვარი დამიწერეთ, ჯვარი აქა, ჯვარი აქა.’ შემდეგ წერილის ავტორი აგრძელებს: “თან ისე დაიწივლებს, რომ ტანში ჟრუანტელი ამივლ-ჩამივლის და მოყვება სროლას”.

ავი სულებისაგან დასაცავად ადამიანები ასევე ასანთს ატარებდნენ თურმე. ღამე ვინც გარეთ გავიდოდა, აუცილებლად ხელში ნიგუზალს დაიჭერდა და დანას ან მაკრატელს ჩაიდებდა ჯიბეში. ცრურწმენა მყარად იყო გამჯდარი ხალხის ძვალ რბილში, გასაკვირი არაა, რომ ამ რწმენამ ხალხურ შემოქმედებაშიც შეაღწია, კერძოდ კი ცეკვაში. შემონახულია ნიკო ბერძენიშვილის წერილი ვინმე ჩოხატაურელ ლუკა ბერძენიშვილისადმი, სადაც ის სთხოვს გაიხსენოს და მიაწოდოს ინფორმაცია “ქაჯურ ცეკვაზე”, რომელსაც თურმე ლუკა და ბიძამისი ასრულებდნენ. “ეს არ იყო არც “ლეკური, არც ბაღდადური” არც სხვა ცნობილი ცეკვა, _წერს ბატონი ნიკო, _ იქ მოტივიც სხვა იყო და თამაშობაც. სამწუხაროდ, ეს მე მაშინ ვნახე, როცა ჯერ კიდევ 7-8 წლის თუ ვიქნებოდი. ამბობდნენ მაყურებლები (ეს იყო აღდგომის “სათამაშო” ჩოხატაურში, იქ სადაც შემდეგ “საპარასკევო” იყო): არსენე და გლახუნე ქაჯურს ცეკვავენო”. ჩემთვის არ არის ცნობილი, მოჰყვა თუ არა ამას რაიმე შედეგი…

ცრურწმენას კარგი და სასიკეთო რომ არაფერი მოჰქონდა ეს ფაქტია. ის მხოლოდ განხეთილებას თესავდა ხალხში. კუდიანობაში დადანაშაულებული პირი თუ მივიდოდა მეზობელთან რაიმე საქმეზე, მის დანახვაზე მეზობელი სამჯერ გადააფურთხებდა, პირჯვარს გადაიწერდა და სამჯერ წარმოთქვამდა: “დალახვროს ღმერთმაო”. გადმოცემებისა და დოკუმენტების თანახმად ამის გამო “ხშირად სისხლის ღვრაც ხდებოდა ხოლმე. მადლობა ღმერთს, რომ ეს უმეცრული რწმენა თანდათან გამოდის ხალხის ზნეობიდამ ამ უკანასკნელ დროს”-ო, წერს ავტორი. და მართლაც სულ ცოტა ხანში, გურიაში იწყება განმანათლებლობის ნაღდი ბუმი, იხსნება ბიბლიოთეკები და სამკითხველოები, გურულების უზარმაზარი პროცენტი წიგნის კითხვას იწყებს, ეს კი რუსეთის ხელისუფალთ ათქმევინებს კიდეც – გურულები წიგნის კითხვამ გადარიაო, სხვანი კი გურიას საქართველოს საფრანგეთს შეადარებენ… ეპილოგის მაგივრად. ეს ამბავი კაი ხნის წინათ მომხდარა: კინოსტუდია “ქართულ ფილმში” უცხოელი და ქართველი კინემატოგრაფისტები ბჭობენ “ვეფხისტყაოსნის” ერთობლივი პროექტის გადაღების შესახებ. თინათინს ოდრი ჰეფბერნი ითამაშებსო, ნესტან-დარეჯანს სოფი ლორენი, ტარიელს რიჩარდ ჰარისი თუ შონ ქონერი, ავთანდილს კი პიტერ ო’ტულიო და ასე შემდეგ. _ კაი, ბატონო, მარა ქართველები ვიღას ითამაშებენო? – გამოთქვა ვიღაცამ უკმაყოფილება. _ როგორ თუ ვის? ამდენ ქაჯს თამაში არ უნდა? _ უპასუხა იქვე მყოფმა ნოდარ დუმბაძემ.

გამოყენებული ლიტერატურა:

ნოე ჟორდანია _ “ჩემი წარსული”;

ნათელა კაპანაძე _ “ხალხური ყოფა და აღზრდის წეს-ჩვეულებანი გურიაში”;

“გურია, მასალები გურიის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის”;

აპოლონ წულაძე _ “ეთნოგრაფიული გურია”;

ნოდარ დუმბაძე _ “ჭინკები”;

Мамаладзе Т. Народные обычаи и поверья гурийцев // Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа.Т. XVII, отд. II. Тифлис, 1893

გაზიარება4Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

11:36; 15 დეკემბერი, 2025
ისტორია

,,ტირილი” ძველ გურიაში

11:11; 11 დეკემბერი, 2025
ისტორია

რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

09:54; 8 დეკემბერი, 2025
ისტორია

კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

10:21; 22 ნოემბერი, 2025
ისტორია

როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

10:45; 17 აგვისტო, 2025

ხანძარი ხულოში _ დამწვარია საცხოვრებელი სახლები

გურიის გუბერნატორი ჩხაკაურისა და ზოტის მოსახლეობას შეხვდა (R)

ყველა სიახლე

სამართალი

ზურა ჯაფარიძეს გირაო შეეფერდა

21:29; 22.12.2025
მსოფლიო

ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

19:47; 22.12.2025
მსოფლიო

რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

19:15; 22.12.2025
სამართალი

ზურა ჯაფარიძეს პროკურატურა გირაოს გადახდას თხოვს

18:31; 22.12.2025
სამართალი

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

17:59; 22.12.2025
საზოგადოება

ანრი ჯოხაძე, “შერეკილები”, ოთო ნემსაძე – კიდევ ვინ იმღერებს ოზურგეთში ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე

17:49; 22.12.2025
ფინანსები

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, $25 მლნ-ისა და €15 მლნ-ის ოდენობის საჯარო ობლიგაციები გამოუშვა

17:17; 22.12.2025
საზოგადოება

ილია მეორე ელჩების შეკრების მონაწილეებს მიმართავს

16:37; 22.12.2025
საზოგადოება

ლაშა აბაშიძე: „საქართველოს რკინიგზა ანაკლიაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შენებას იწყებს“

16:05; 22.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში პირველი Hampton by Hilton გაიხსნა

15:23; 22.12.2025
ფინანსები

შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად სასტუმრო ტელეგრაფში

14:33; 22.12.2025
ფინანსები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

14:17; 22.12.2025
საზოგადოება

ლაშა აბაშიძე: რკინიგზის  მოდერნიზაციის პროექტის ამოქმედებისთანავე სატრანზიტო დრო შემცირდება

14:12; 22.12.2025
მსოფლიო

მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

14:05; 22.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის AI-ის შესახებ ვორკშოპი გაიმართება

13:40; 22.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო