გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩოხატაურის სოფლებში, ჩხაკაურასა და ზოტში მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მიმდინარე და გასახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ტყითსარგებლობის სფეროში არსებული საკითხები და მაღალმთიან სოფლებში სამედიცინო ამბულატორიების შექმნის აუცილებლობა.
სოფელ ზოტში ახალი სასწავლო – სააღმზრდელო პროცესისათვის მზადება აქტიურ ფაზაშია. გუბერნატორმა სოფელში საბავშვო ბაღიც მოინახულა.(R)