რონალდუს წასვლის შემდეგ „რეალ მადრიდი“ სუსტი გუნდია. აღნიშნული განცხადება EUROSPORT-ის ინფორმაციით, „ბარსელონას“ კაპიტანმა, ლიონელ მესიმ გააკეთა.
როგორც ცნობილია, მესი და რონალდუ ლა ლიგაში ერთმანეთის წინააღმდეგ 9 წლის განმავლობაში თამაშობდნენ.
„რეალ მადრიდი“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ცხადია, კრიშტიანუ რონალდუს წასვლა ნაკლებად სასიკეთოა მისთვის და „იუვენტუსს“ ხდის ფავოროტს მოიგოს ჩემპიონთა ლიგა“, _ამბობს მესი.
მისივე თქმით, რონალდუს „იუვენტუსში“ წასვლით გაკვირვებულია.
„ამან გამაკვირვა. არ ვფიქრობდი, რომ დატოვებდა „მადრიდს“ და „იუვენტუსში“ წავიდოდა. იყო ბევრი უკეთესი გუნდი, რომლებსაც ის უნდოდა. გაკვირვებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგ გუნდში წავიდა“, _ ამბობს მესი.