ქალაქ ოზურგეთში, ჭადრების ბაღში მაგთის ორგანიზებით ქართველი პიანისტის დათუნა ალადაშვილის კონცერტი გაიმართა.
კონცერტის დაწყებამდე პიანისტმა თქვა, რომ ოზურგეთში ჩამოსვლისას ძალიან ღელავდა და განსაკუთრებით ემზადებოდა.
“მინდა გითხრათ, დიდი ბებია სოფელ შემოქმედიდან იყო და ბებია სოფელ ცხემლისხიდიდან. დღეს პირველად ვარ კონცერტით ოზურგეთში და ჩემთვის განსაკუთრებული დღეა“, _ თქვა დათუნა ალადაშვილმა.