სკრიპალების ნერვული აგენტით მოწამვლაში ეჭვმიტანილი რუსეთის 2 მოქალაქე დაასახალეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილები ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბოშიროვი არიან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ყოფილი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია სკრიპალი, ნერვული აგენტით, მარტში მოწამლეს.
ეჭვმიტანილებს ბრალი ედებათ სერგეი და იულია სკრიპალების, ასევე პოლიციის ოფიცრის, ნიკ ბეილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. გარდა ამისა, ნოვიჩოკის გამოყენებასა და შენახვაში, რაც კანონით აკრძალულია.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, ეჭვმიტანილები 2 მარტს გატვიკის აეროპორტში მოსკოვიდან ჩაფრინდნენ და ლონდონში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში გაჩერდნენ, რის შემდეგაც 4 მარტს სალისბურში გაემგზავრნენ და სკრიპალებს თავს დაესხნენ. რაც შეეხება პოლიციის ოფიცერს, ის სკრიპალებისთვის დახმარების აღმოჩენის დროს მოიწამლა.