დანით შეიარაღებულმა პირმა 7 ადამიანი დაჭრა. BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა პარიხში მოხდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, დაჭრილებიდან 2 ბრიტანეთის მოქალაქეა.
გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი სამართალდამცველებმა დააკავეს.
პოლიციის განცხადებით, არ არის ნიშნები, რომ მომხდარი შესაძლოა ტერორისტული თავდასხმა იყოს.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.